პოლიტიკა

პარლამენტის პირველი სხდომის შეკრების დღეს რუსთაველზე მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა - მათ სამოქმედო ნაბიჯები შეათანხმეს და პარლამენტის პირველი სხდომის დღის აქტივობა დაგეგმეს.
"როდესაც შეიკრიბება მე-10 მოწვევის "კომუნისტური პარტია" პარლამენტში, არ გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციას, თუმცა პროტესტი დღის წესრიგიდან არ იხსნება. ამ დღით შევიკრიბებით მთელი ოპოზიციური სპექტრი და ერთობლივად მოვაწერთ ხელს დეკლარაციას, რომლითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ მოთხოვნებს. ამასთან, ყველა ის დეპუტატი, რომელიც "ცესკოს"-ს მონაცემებით გასულია პარლამენტში, დაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
რაც შეეხება მოლაპარაკებების მესამე რაუნდს, "ევროპული საქართველოს" წევრი, დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ "რაუნდი შედგება მხოლოდ მაშინ, როცა იქნება შინაარსიანი და აზრიანი შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან".
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით და არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, დეკემბრის პირველ კვირაში, პარლამენტის პირველი სხდომის შეკრების დღეს რუსთაველზე მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
16 იანვარი, 2021 , 15:00
ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა
16 იანვარი, 2021 , 14:45
`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი
16 იანვარი, 2021 , 13:20

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
16 იანვარი, 2021 , 13:04

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:49