უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2017 15:35
font-size

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არ ვემხრობი - კობა ნარჩემაშვილი

პარლამენტის წევრისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის საკითხს.

ნარჩემაშვილი გამოეხმაურა ადა მარშანიას 21 იანვარს გაკეთებულ კომენტარს, რომ საკონსტიტუციო კომისია შეთანხმდა პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე. ქუთაისის მაჟორიტარის თქმით, კომისიას პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის შესახებ არ უმსჯელია.

“მსჯელობა არ ყოფილა. მე პირადად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია, რაც ადრე მქონდა, – არ ვუჭერ მხარს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას. კონსტიტუციის ფარგლებში ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნარჩემაშვილი ასევე არ ეთანხმება კომისიის წევრთა ნაწილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში იყოს მითითებული ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისკენ მისწრაფება.

“ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი, – ეს არის პირადად ჩემი აზრი, – არ უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ თავისთავად ის ღირებულებები, რაც ასახულია კონსტიტუციაში, ეს არის აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, შრომის უფლება, ეკონომიკური თავისუფლება, საქმიანობის განხორციელების უფლება, – ესენი სხვა არაფერია, თუ არა ევროპული ღირებულებები. ამდენად, შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს დაფიქსირდეს გარდამავალ დებულებებში, ხოლო თვითონ კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში ამ ჩანაწერის არსებობას მხარს არ ვუჭერ”, – ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანთა უფლებატა სამუშაო ჯგუფის II სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებს განიხილავენ

ანა მებურიშვილი

ადა მარშანიამ არ გამორიცხა, რომ გედევან ფოფხაძეს შესთავაზონ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადასვლა

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, ვინ შევა ფრაქციაში. „ქალბატონ ნატოსთან გუშინ კომუნიკაცია არ შემდგარა. მე იმედი მაქვს, დღეს გავესაუბრებით და გაირკვევა

საიამ მარიხუანისა და კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებზე პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს კანონების პროექტებზე საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებე

შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარე

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა - დავით ზალკალიანი

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთან რეი უოშბერნთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გ

ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც საქართველოში ხორციელდება ამერიკისთვის სამაგალითოა -დავით ზალკალიანი

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რომელიც ჩვენი

ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან საარჩევნო კამპანიაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ - სალომე ზურაბიშვილი

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილობა გამოთქვა, რომ სასულიერო პირები აქტიურად ერევიან საარჩევნო კამპანიაში. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`