უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

13 იანვარი, 2017 17:35
font-size

პარლამენტის ქუთაისის სასახლეში იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ აღსაზრდელებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილ 500-ზე მეტ ბავშვს პარლამენტის სასახლეში უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი კობახიძემ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ერთიან საქართველოში წარმატებული მომავალი უსურვა. მან განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი კეთილდღეობის საფუძველი სწორედ განათლებაა.

„გვიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ, გვიქმნით და იზიარებთ საზეიმო განწყობას ამ ახალ წელს. 2017 წელს მინდა გისურვოთ ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო. მინდა გისურვოთ, პირველ რიგში, ბედნიერი და წარმატებული მომავალი ერთიან საქართველოში. თქვენ ეს იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწავლა და განათლება არის მთავარი საფუძველი თქვენი კეთილდღეობის, თქვენი წინსვლის და რაც მთავარია, მხოლოდ სწავლით და განათლებით შეგიძლიათ თქვენ დიდი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს მომავალში და მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ბედნიერი მომავალი, ყველაფერი საუკეთესო 2017 წელს და ზოგადად, მომავალში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, ბავშვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვილთან ერთად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, პარლამენტის სახელით სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლ „ჭინჭრაქაზე“ უმასპინძლა.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი