უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივლისი, 2018 11:10
font-size

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს ნინო ლომჯარიას ანგარიშს მოუსმენენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები დღეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენენ.

ყოველწლიურ ანგარიშს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია წარადგენს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ომბუდსმენის მიერ გაცემული 303 რეკომენდაციიდან პარლამენტის დადგენილების პროექტში ასახულია 228 რეკომენდაცია, რაც მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

„მთავარი ანალიზი, რისი გაკეთების უფლებასაც ეს ანგარიში პირადად, სუბიექტურად მაძლევს, არის ის, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენ გვაქვს სოციალური და ეკონომიკურ უფლებების დაცვის კუთხით, რის შესახებაც ბოლო ორი წელია ხმამაღლა ვსაუბრობთ. გვაქვს სერიოზული წინსვლა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით, რადგან ძალიან ცოტა რეკომენდაციაა ამ კუთხით, მაგრამ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გვაქვს, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ სწორედ სოციალური და ეკონომიკური კუთხით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღებას ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების არასაკმარის გამოძიებაზე ამახვილებენ.

სერგო რატიანის თქმით, რიგგარეშე სესიაზე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებითაც დასვამენ კითხვებს.

„სახალხო დამცველს ანგარიშში აქვს საკმაოდ ბევრი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, მაგალითად მუხთარლისსაქმესთან მიმართებაში არის ძალიან სერიოზული გამოწვევები, ასევე პოლიტიკური დევნაზე ვანო მერაბიშვილის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, ასევე მედიათავისუფლებასთან მიმართებაში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების არასაკმარისი გამოძიება, იგივე კითხვები რასაკვირველია გვაქვს ჩვენც”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში 347-გვერდისგან შედგება და 2017 წელს მოიცავს.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი