უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2019 15:30
font-size

პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.

"მიიღეს შედეგები, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ესენი ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში და თქვეს, ჩვენ არ გვაინტერესებს ხალხის ნება, არ გვაინტერესებს რას ფიქრობს საზოგადოება, ჩვენ ძალაუფლებას ვაყრდნობთ ძალოვან სტრუქტურებზე და ამიტომაც მოხდა საკვანძო თანამდებობებზე ძალოვანი მინისტრების დომინირება, მისი მცველების და საფერფლიდან ამოღებული ბიჩოკების.
სახეზეა სახელმწიფოს მიტაცება, შესაბამისად პროპორციული ჩააგდეს, აღარ აქვთ იმედი, რომ უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს, ეს აჩვენებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ. აუცილებელია ბიძინა ივანიშვილი, ეს პლუტოკრატი ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საქართველოს პოლიტიკას. 1948 წელს მიღებულ ადამიანთა უფლებების საყოველთაო კონვენცია ამბობს, თუკი ხელისუფლება გადაიზარდა ტირანიაში, მაშინ ხალხს აქვს აჯანყების უფლება. ჩვენ ვუყურებთ სამივე ხელისუფლების მიტაცებას - სასამართლო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი,"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარების "ურჩობა" ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი იყო, რისი საბოლოო მიზანიც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება იყო. დიღმელაშვილის თქმით, მოძრაობა "სირცხვილია" ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველას თანამშრომლობას სთავაზობს.

"ეს არ არის მონების აჯანყება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი გეგმა, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების მიტაცება და ეს გადააბრალოს სხვას. ჩვენ, სოციალური მოძრაობა "სირცხვილია" ყველა სხვა ინტერესთა ჯგუფთან, ვთავაზობთ თანამშრომლობას. ერთად ერთის წინააღმდეგ. ივანიშვილს არ უნდა დავანებოთ ჩვენი სამშობლო, ძალაუფლება ხალხს, ჩვენ არ დავიშლებით სანამ ეს ნაძირლები საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ და თუ არ ალოკავენ ავალოკინებთ,"- მიმართა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი