უკან
პოლიტიკა
3 ოქტომბერი, 2018 15:55
პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს, რომ თქვენი 50-მილიონიანი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში - ირაკლი კობახიძე ნატო ჩხეიძეს
„პარლამენტი და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ 50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში“, - ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს, რომელმაც კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა.
ნატო ჩხეიძის მტკიცებით, „ „ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, „იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე“.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მმართველ ძალას არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებია ზაზა ოქუაშვილისთვის, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის კუთხითაც.