უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 ოქტომბერი, 2018 16:40
font-size

პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, პარტიულ პროპაგანდას თავისი კომპეტენციაც შესწიროს - არჩილ გამზარდია

,,იბერიას“ ტელეწამყანი არჩილ გამზარდაია საავტორო გადაცემაში ,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან“ ერთად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე საუბრობს, რომლებსაც ,,ირაკლი კობახიძის მარგალიტებს“ უწოდებს:

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები,“ – ასეთი შეფასება გააკეთა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. თუმცა ეს მარგალიტი მის გამოსვლაში ერთადერთი არ ყოფილა. შევნიშნავ, სამწუხაროდ - არათავდაჯერებული, დაბალი თვითშეფასების მქონე მოქალაქე სპიკერმა კიდევ მეტი მარგალიტი დაუმატა თავის ტექსტებს ისე, რომ დაავიწყდა კიდეც, თავად პარტიის უბრალო აქტივისტი კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო.

„ცდილობენ თავის წამოყოფას, ჩვენი ამოცანაა, როგორც კი თავს წამოყოფენ, ჩავარტყათ თავში“, – ეს მარგალიტი უკვე ოპოზიციური პარტიის მისამართით გამოთქვა, თუმცა, არც ეს იყო საკმარისი. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც, ჩანს, მეტად უცნაური იუმორის გრძნობაც ჰქონია, „ქართული ოცნების“ მისამართით განაცხადა – წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს არც ერთიო. ამ უცნაურ იუმორისტულ ფრაზას გუშინდელს მერე ჩვენი მოსახლეობა დრამატურგიული სიცილით იხსენებს. კიდევ ერთი მარგალიტი სხვა მრავალ მარგალიტს შორის, ირაკლი კობახიძემ “ომეგა ჯგუფს” მიუძღვნა: „თუ შენ ფული არავისთვის გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს” , – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უცნაური კია, საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს რომ ელემენტარული კანონის უცოდინრობა დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი კია, რომ კობახიძეს დაავიწყებინეს ელემენტარული საკითხი – სახელმწიფოს რომ ერთ ფინანსურ აქტზე რესტრუქტურიზაციის უფლება ერთხელ აქვს. ასევე არაფერი თქვა ირაკლი კობახიძემ იმის შესახებ, წელიწადნახევრის წინ შეტანილი განაცხადის შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ არ შეიკრიბა რესტრუქტურიზაციის საბჭო, მაშინ როდესაც ამის ვალდებულება ორი თვის ვადაში ჰქონდათ?

გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა, პარტიულ პროპაგანდას თავისი კომპეტენციაც შესწიროს და თქვას ის, რაც კანონში არ წერია, ამით კი სრული უვიცობა გამოავლინოს. თუმცა, ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ არ მჯერა, პარლამენტის თავმჯდომარე კანონებში ვერ ერკვეოდეს, შესაბამისად, გვრჩება პარტიული პროპაგანდა, რომლის სპიკერიც ნამდვილად გამოდის ირაკლი კობახიძე – პარტიული პროპაგანდის სპიკერობას ვგულისხმობ.

რაც შეეხება, ბიზნესზე ზეწოლას – კომპანია “ალგორითმი”, “ბერტა”, “წეროვანის მეურნეობა”, “ომეგას სიგარეტის ფაბრიკა”, დაცვის სამსახური “თორნი”, დაცვის სამსახური “გიგანტი სექიურითი”, “ლოპოტას ველი”, “მესხური სახლი”, ღვინის კომპანია “შატო თელავი”, “ჯეო ქონსთრაქშენი” და ასე შემდეგ - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ბიზნესკომპანიებისა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მეტად საეჭვო ვითარებაში განადგურდნენ, მაშინ, როდესაც წარმატებულ ბიზნეს-კომპანიებად ითვლებოდნენ.

თუმცა, ამ იუმორში ერთი უმძიმესი ფრაზაც წამოსცდა პატარა დიქტატორს ირაკლი კობახიძეს, სასაცილოა ჩანაწერებიო განაცხადა ზუსტად ისე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ ციხის ჩანაწერებზე.

„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო დაისი – ასე უწოდა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგა პოლიტოლოგმა ხელისუფლების ბოლო პერიოდის ქცევებს. იმედი მაქვს, ეს დაისი მშვიდობიანი იქნება და არ მოგვაყოლებს წარღვნაში“, - ამბობს არჩილ გამზარდია.

ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ამ უმძიმესი კრიზისის დროს თქვენ კვლავ ფულის კეთებაზე ხართ გადასული - გიორგი ვაშაძე

7 აგვისტო, 2020 , 15:35

მთავრობამ სოციალური დახმარებები უნდა გააორმაგოს - ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და მიიჩნევს, რომ ის სოციალური დახმარება, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას წარუდგინა, საკმარისი არ არის. გიორგი ვაშაძის

მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია- ირაკლი ღარიბაშვილი

7 აგვისტო, 2020 , 15:15

მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თ

მიგვაჩნია, ის გზა სწორია, რასაც ვადგავართ – კონკურენცია რეგიონებში, თანამშრომლობა დედაქალაქში - რომან გოცირიძე

7 აგვისტო, 2020 , 14:30

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაახლოებით ორ კვირაში დაასახელებს. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გ

ივანე მაჭავარიანი ოპოზიციის ბრალდებებზე: საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი

7 აგვისტო, 2020 , 12:45

საქართველოს ბიუჯეტი არ იხარჯება როგორც პარტიული ბიუჯეტი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუშალოს ეპიდემიის მა

კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატები რეგიონებში, მაგრამ რას იზამ - გრიგოლ ვაშაძე

7 აგვისტო, 2020 , 12:20

„ჩვენ ველოდეთ როდის იქნებოდა თბილისში შევსებული ორი ვაკანსია ერთიანი კანდიდატებით. დღეს უკვე 7 აგვისტოა და ისევ ველოდებით. ლოდინის რეჟიმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება,“ - ამის შესახე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი არჩევანი გააკეთა - გიგა ბოკერია

7 აგვისტო, 2020 , 11:55

“ივანიშვილის სახით საქართველოს მთავარი პრობლემა მშვიდობიანი არჩევნებით იქნება ჩამოშორებული. შემდეგ ქვეყანა ჩიხიდან უნდა გამოვიყვანოთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე