უკან
პოლიტიკა
6 აპრილი, 2020 19:56
პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19-თან დაკავშირებული ვითარება და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის ღონისძიებები, ასევე, სოციალური დახმარების საჭიროებები განიხილეს.
მათი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების მიერ დამატებითი სოციალური დახმარების ორგანიზებაზე იმსჯელეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დისტანციურ რეჟიმში, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მიმდინარე კონსულტაციების შედეგებიც განიხილეს.