უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 აპრილი, 2017 15:35
font-size

პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით - გიორგი აბაშიშვილი

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ირაკლი კობახიძის კრიტიკის საპასუხოდ.

აბაშიშვილის თქმით, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში მონაწილეობა არაერთხელ შესთავაზეს ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.

„კამპანიის, „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, მასში ჩართულია ქართული მედია და ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ისე, საპარლამენტო უმრავლესობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს შეთავაზება იყოს ძალაში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისათვის: პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი აბაშიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ კამპანიას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გეგმავდა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა თავდაპირველად დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც, ,,როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ.’’

ნინო ექვთიმიშვილი

როგორც საერთო ფორმატში გადაწყდება იქ წავალ რიგით ჯარისკაცად - შალვა ნათელაშვილი

6 ივნისი, 2020 , 16:33

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მაჟორიტარ კანდიდატად იმ ოლქში წავა, სადაც შეთანხმებით გადაწყდება. "როგორც საერთო ფორმატში გადაწყდება და როგორც უკეთესი იქნება საქმისთვის და ქვეყნისთვის მე იქ წავალ

კახა კალაძე პირს, რომელიც მას მაისურის შემოხევაში სდებს ბრალს, მაისურს ჩუქნის

6 ივნისი, 2020 , 14:49

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, ადგილზე მივიდნენ პროვოკატორები, რომლებსაც არეულობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაი

პარლამენტის წინ შემოღობილი ტერიტორია ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება - კახა კალაძე

6 ივნისი, 2020 , 11:29

პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.  მისი თქმით, პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები

ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული იმიტომ, რომ „ჯიგრულ პონტში“ მე არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის მსგავსი ქმედებები არის უკიდურესად ამორალური - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 21:49

ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული იმიტომ, რომ „ჯიგრულ პონტში“ მე არ ვუშვებ საშვებს და ჩემთვის, ასეთი ნაბიჯები და მსგავსი ქმედებები არის უკიდურესად მიუღებელი, ამორალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 21:18

ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ დაწინაურდეს კიდეც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განა

დიახ, ვიქნები პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:00

საბოლოო ჯამში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, მთავრობაში ვიქნები, ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!