უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2017 18:25
font-size

პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტისადმი არის არაკეთილსინდისიერი - ,,თავისუფალი დემოკრატები’’ და რესპუბლიკელები

პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტისადმი - პირდაპირ ეთერში მათ შორის გაიმართოს ფაქტიურად დებატები, კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით არის არაკეთილსინდისიერი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ნათქვამია ,,თავისუფალი დემოკრატებისა’’ და რესპუბლიკელების განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ შეთავაზება არ არის მოტივირებული საქართველოს კონსტიტუციაზე ზრუნვით და არ ემსახურება უკეთესი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას.

,,ამ შეთავაზების ერთადერთ მიზანს ქვეყნის კონსტიტუციაში მხოლოდ "ქართული ოცნებისათვის" სასურველი ცვლილებების გატარება წარმოადგენს.

კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი უარს იტყოდა შეთავაზებაზე (რაც უფრო მეტად მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა), "ქართული ოცნება" გამოაცხადებდა, რომ თავად მზად იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა კიდევ უფრო საჯარო გაეხადა და უზრუნველეყო კონსესუსის მიღწევა საქართველოს პრეზიდენტთან, მაგრამ სამწუხაროდ პრეზიდენტმა თავი აარიდა საჯარო ოპონირებას, რითაც დაზიანდა საკონსტიტუციო კანონშემოქმედებითი პროცესი (ამგვარი განცხადებები უკვე გააკეთეს "ქართული ოცნების " სახეებმა); ხოლო თუ პრეზიდენტი დათანხმდებოდა, ეს იქნებოდა უფრო ზედაპირული შოუ, ვიდრე სერიოზული განხილვა, რაც არანაირად არ წაადგებოდა არც საქმეს და არც ქვეყნის იმიჯს.

პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა სწორი და რეალისტური საპასუხო შეთავაზებით: საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ დამსხდარიყვნენ არა მხოლოდ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ მათთან ერთად - პრემიერ მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა. ამ სუბიექტთა შორის დისკუსია ფართოდ გაშუქებულიყო მედიის მიერ.

საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების'' მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ეთანხმება როგორც პრეზიდენტი, ისე "ქართული ოცნების " გარდა ქვეყანაში არსებული ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი და მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რაც აშკარად გამოიხატა კონსტიტუციაზე მუშაობის პერიოდში. შესაბამისად, საჭირო კონსესუსის მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გულისხმობს თანხმობას არა მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და ქვეყნის პრეზიდენტს, არამედ - ხელისუფლებასა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტს შორის. ამგვარად, კონსესუსის მისაღწევად, მოცემულ საკითხზე დისკუსიაში არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი, არამედ ზემოხსენებული სუბიექტებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამისაკენ მოუწოდა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორედ ამას გულისხმობს ვენეციის კომისია თავის მოთხოვნაში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო კონსესუსის მიღწევის აუცილებლობის შესახებ.

"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს და მთლიანად სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას", რათა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ, როგორიც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობაა, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ კი არ დაიწყოს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და სხვა რელევანტური სუბიექტების ჩართულობით დაუბრუნდეს მსჯელობას ქვეყნის კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ძალა მიიღებს კონსტიტუციას, რომელსაც არ ექნება არც საერთო– სახალხო და არც პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმაცია. ასეთი კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და პროგრესულ განვითარებას, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად "ქართულ ოცნებას" დაეკისრება'', - ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატებისა" და რესპუბლიკელების განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი