უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


პარლამენტის წევრები ევროპარლამენტის კენჭისყრისთვის ემზადებიან
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები კენჭისყრის შედეგებისთვის ემზადებიან. პარლამენტში რუსთაველის დარბაზში ღონისძიება გაიმართება, სადაც პოლიტიკოსები ევროპარლამენტის სხდომას მიადევნებენ თვალს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის განხილვა იმ დროს, როცა ევროკავშირი მიგრაციის პრობლემის წინაშე დგას, საქართველოს პოლიტიკურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ეს შესაძლებლობა, რასაც ქვეყანას უვიზო მიმოსვლა აძლევს , არის , რა თქმა უნდა , თავისუფალი გადაადგილება გარკვეული შეზღუდვების ფარგლებში. ეს არ ნიშნავს სამუშაო უფლებას, ეს ნიშნავს ე.წ. ტურისტული ვიზის გახსნას. ეს არა მხოლოდ გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეებისთვის , რომ უფრო მარტივად შევიდნენ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე, არამედ ამას უფრო დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს იმ პირობებში, როცა ევროკავშირს თვითონ მრავალი გამოწვევა აქვს. მიგრაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა მისთვის, მაშინ უხსნის საქართველოს მოქალაქეებს კარს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად ჩვენი ქვეყანა მიდის ძალიან ახლოს ევროკავშირთან“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ქავთარაძის თქმით, უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა წინა მთავრობამ 2009 წელს დაიწყო.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ჯერ კიდევ 2009 წელს, საკმაოდ წარმატებულად. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ მთავრობის მიზანმიმართული უმოქმედობით, მავნებლური უმოქმედობით, ვიტყოდი, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ უკვე რამდენი წელია, არ არის დასრულებული“,-განაცხადა ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს.
მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს -მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“ - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული - Amnesty International
24 თებერვალი, 2021 , 17:40

პატიმრობა თავად მელიამ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც უშლის ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას - ხატია დეკანოიძე
24 თებერვალი, 2021 , 14:40