უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 დეკემბერი, 2016 18:30
font-size

პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის ოჯახის მოთხოვნა და მურთაზ კიკორია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია

საქართველოს პარლამენტში გუშინ, ეროვნულის ბანკის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურებს განიხილავდნენ. გუშინვე გავრცელდა „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის, აწ გარდაცვლილი ელგუჯა სილაგაძის დის, დარეჯან სილაგაძის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრისადმი, რომელშიც საუბარი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატზე, მურთაზ კიკორიაზე.

სილაგაძის განცხადებით, მურთაზ კიკორია აქტიურად მონაწილეობდა მისი ძმის კერძო საკუთრების ძალადობრივ წართმევაში და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წერილის ავტორმა ქვეყნის პირველ პირებს მიმართა თხოვნით გაითვალისწინებინათ ზემოაღნიშნული გარემოებები და შეეჩერებინათ მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

“საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! მოქ. დარეჯანსილაგაძის (მცხ.: ქ.თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ.,39. ბ.59, ტელ.: 599743131) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილია ბ-ნი მურთაზ კიკორიას კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ მურთაზ კიკორია, 2004 წელს, აქტიურად მონაწილეობდა აწ გარდაცვლილი ჩემი ძმის: ს.ს. „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის, ელგუჯა სილაგაძის (და სხვ.) კერძო საკუთრების ძალადობრივადწართმევაში. (დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს გამოძიების მასალებში). მაგ.: ბ-ნმა მ. კიკორიამ, იმ დროს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, საკუთრების ხელყოფაზე (2004 წლის 20ივლისის „საქართველოს ბანკის“ საბჭოს სხდომის ჩანაწერი, რომელშიც თავად მონაწილეობდა და სხვ.) შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა, რაც სამსახურებრივად ევალებოდა. პირიქით, ბ-ნმა მ. კიკორიამ, გარკვეულიდაინტერესის გამო, ეროვნული ბანკის სახელით (რისი უფლებამოსილებაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წერილობითი თანხმობის გარეშე მას არ გააჩნდა!), თანხმობა მისცა მოძალადეებს აქციების წასართმევად.

მ. კიკორიას უკანონო თანხმობა მოძალადეებმა, რა თქმა უნდა, გამოიყენეს ჩემი ძმის საკუთრების ძალადობრივად ხელყოფისათვის. თუმცა აქაც უხეში შეცდომები დაუშვეს: წართმეული აქციები აღმოჩნდა არა ბანკის, არამედ – დაინტერესებული პირების ხელში. (ზოგიერთი გათვლებით, ამ ოპერაციებიდან მოძალადეებმა მინიმუმ 60-70 მლნ დოლარი მიიღეს!). ბატონი მ. კიკორია, რა თქმა უნდა, ამ უკანონობაზეც დუმდა! სანაცვლოდ,კერძო ქონების მიმთვისებლებმა-მოძალადეებმა, მალე მურთაზ კიკორია გენდირექტორის მოადგილედ, შემდეგ გენდირექტორად დანიშნეს, სადაც ბოლო დრომდე მუშაობდა. ამ საქმეზე გენპროკურატურაში აღძრულიასისხლის სამართლის საქმე. ბოლო პერიოდში გამოძიების პროცესი აქტიურად განახლდა. ჩვენი ინფორმაციით, დაკითხულია და კიდევ დაიკითხება მურთაზ კიკორია. დარწმუნებულნი ვართ, მალე, სათანდოარგუმენტების საფუძველზე, დასახელდებიან ამ საქმეში მონაწილე „დამნაშავეთა ბანდა“: საზოგადოებაში ისედაც ცნობილი მოძალადეები … ვფიქრობთ, რომ მათ შორის იქნება მურთაზ კიკორიაც!

ამ ფონზე შესაძლებელია მურთაზ კიკორიას „იმუნიტეტის“ მიღება უნდა, რომელიც „შვება“ იქნება სხვა მოძალადეებისათვისაც. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მ. კიკორიას და სხვ. „იმუნიტეტის“ მიღებას ხომ არემსახურებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბ-ნი კობა გვენეტაძის წარდგინება? არსებული ინფორმაციით, ბ-ნი კ. გვენეტაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხომ „საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანიაშიმუშაობდა! (სავარაუდოდ, ბ-ნ მ. კიკორიას გენდირექტორობის პერიოდში). გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და შეაჩეროთ ბ-ნი მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვა საქართველოსეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, რათა ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღგენის პროცესს საფრთხე არ შეექმნას”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისადა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილში, რომელსაც „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის აწ გარდაცვლილი ელგუჯა სილაგაძის და, ადვოკატი დარეჯან სილაგაძე აწერს ხელს.

ის, რომ „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის ოჯახი მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვის პროცესის შეჩერებას ითხოვდა, გუშინ პარლამენტში ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმაც განაცხადა.

ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე, მათ შორის მურთაზ კიკორიას კანდიდატურაზე მსჯელობდნენ, აღნიშნა, რომ წერილი, რომელიც მან საქართველოს ბანკის დამფუძნებლის, ელგუჯა სილაგაძის ოჯახისგან მიიღო, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც გაეგზავნა.

”მივიღე წერილი „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის, ელგუჯა სილაგაძის ოჯახის წევრებისგან, რომლებსაც ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვთ მურთაზ კიკორიას მიმართ. მე ვიცი, რომ ამ ოჯახმა წერილი ასევე გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარესაც. საუბარია იმაზე, რომ ოჯახი ბრალს სდებს მურთაზ კიკორიას კერძო საკუთრების წართმევაში. მე არავის არ მინდახელი დავადო ქონების წართმევაში, ისე, რომ არ მქონდეს ფაქტები, მაგრამ როგორც პარლამენტის წევრს არ მაქვს უფლება არ გავასაჯაროო ეს მოთხოვნა. ოჯახი ითხოვს მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვის პროცესის შეჩერებას”, - განაცხადა ინაშვილმა.

საბოლოოდ, ირმა ინაშვილის 6-კაციანი ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები’’ ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც მხარი არ დაუჭირა გუშინდელ კენჭისყრაზე მურთაზ კიკორიას ეროვნული ბანკის წევრად არჩევას.

პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის ოჯახის მოთხოვნა და მურთაზ კიკორია 90 ხმით 6-ის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია.

კენჭისყრის შედეგად ამ უკანასკნელთან ერთად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა არჩილ მესტვირიშვილი 93 ხმით 6-ის წინააღმდეგ და რობერტ ჰენდრი სინგლეტერ უმცროსი 90 ხმით 6-ის წინააღმდეგ.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა 7 წლის ვადით აირჩია.

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,