უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დამდეგი კვირიდან შეუდგება 06.05.2012 14:48

დამდეგ სასესიო კვირაში პარლამენტი მომავალ კვირას პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგება. ლაპარაკია დეპუტატის ასაკის შემცირებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე ქართველებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, მოქალაქეს დეპუტატად კენჭისყრა 25–ის ნაცვლად, 21 წლიდან შეეძლება. ამავე პროექტით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.

საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე ცვლილებები სხვა საკანონმდებლო აქტებშიც შევა. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებში შევა.

ამ ინიციატივებით ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ქართველის მიერ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები უნდა მოგვარდეს, როგორებიც კენჭისყრაში მონაწილეობას, ხმის მიცემას და ა.შ. პროცედურებს შეეხება.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე შექმნილი საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიის შემაჯამებელი და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მისი განხილვა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროექტზე დეპუტატები უკვე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.