უკან
საზოგადოება
9 დეკემბერი, 2021 14:33
კახა კუჭავამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ, 4 პირი კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.