უახლესი ამბები
- 09.02.2025 15:06საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
- 09.02.2025 13:28პუტინს სურს უკრაინაში ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - დონალდ ტრამპი
- 09.02.2025 13:07მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- 09.02.2025 13:00USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება - სამანტა პაუერი
არქივი
პოლიტიკა

პარლამენტმა 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.
ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას სათითაოდ უყარეს კენჭი.
კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ შემდეგ წევრებს:
"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას" წევრებს: ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრებს: თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს;
"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" წევრებს: მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს.
ბარიერგადალახული სამი პოლიტიკური სუბიექტის ("კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!") წარმომადგენლებმა უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.
საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
9 თებერვალი, 2025 , 15:06

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! - მამუკა მდინარაძე
8 თებერვალი, 2025 , 18:19
გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, სკამებს პარლამენტში, თუმცა მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 14:10
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 13:54

ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს, დანარჩენი ჩვენზეა - დავით ზურაბიშვილი
8 თებერვალი, 2025 , 09:59

მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები აქტიურ მოქალაქედ - თამარ კორძაია
7 თებერვალი, 2025 , 10:08