უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2018 21:31
font-size

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია.

საკანონმდებლო ინიციატივით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს.

ამასთან, კანონპროექტით შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს.

პროექტით დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

ცვლილებების მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

პროექტის მიხედვით, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება.

სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს.

კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება აღარ ექნება.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებაა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).

ამასთან, ინიციატივით დასაშვები ხდება აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.

კანონპროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა - როს უილსონი

23 აპრილი, 2019 , 20:42

აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას თუმცა, მიღებული კანონმდებლობით ამერიკელი დიპლომატები გულდაწყვეტილები არიან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა გან

როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო, ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში? - დავით ჭიჭინაძე

23 აპრილი, 2019 , 15:00

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო და მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში ისევ?! - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელ

ივანე მაჭავარიანს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

23 აპრილი, 2019 , 10:00

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

22 აპრილი, 2019 , 14:48

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას. უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი დ

პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ, წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას - „თავისუფალი საქართველო“

22 აპრილი, 2019 , 14:05

თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პანკისის ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხ

ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ

22 აპრილი, 2019 , 13:20

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველო

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019