უკან

პოლიტიკა

24 ივნისი, 2021 11:32
font-size

პარლამენტმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას განახორციელებს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კოორდინატორი მოწმეს და დაზარალებულს დაეხმარება საგამოძიებო ორგანოებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებაში, გამოძიების ეტაპზე უზრუნველყოფს მათ სათანადო ინფორმირებას და საჭიროების შემთხვევაში, მოწმეს და დაზარალებულს შესთავაზებს სახელმწიფოში არსებულ სერვისებს და დაეხმარება ამ სერვისებში ჩართვის პროცესში.

„არსებული პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კოორდინატორის სამსახური ძალზე ქმედითი მექანიზმია და უამრავ მოწმესა და დაზარალებულს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გაადვილების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების თანახმად, გამოძიების ეტაპზე გამომძიებელს ენიჭება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რაც ხელს შეუწყობს მათთვის სერვისების ოპერატიულად მიწოდებას.

ცვლილებათა პაკეტით, გაიმიჯნა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინატორთა ფუნქციები, რაც სამომავლოდ რესურსების ეფექტურად გადანაწილებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი