უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 თებერვალი, 2018 15:50
font-size

პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა შეაჩერა

პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მარტის დასაწყისში განიხილავს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ - აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საკითხზე შეჯერება არა მხოლოდ უმრავლესობის შიგნით მოხდება, არამედ იმ ჯგუფებთანაც, რომელებმაც ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

“ორ კვირაში იმ შეთანხმების გამოტანას შევძლებთ, რომელზეც უმრავლესობა შეჯერდება. მათ შორის დაკონკრეტდება ზღვრული ოდენობები. კერძოდ, როგორ გაივლება ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის, რაც ყველაზე კრიტიკული და პრინციპული საკითხია. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რა დამატებითი ინსტრუმენტები შეიძლება იყოს პრევენციის. მთავარ პრინციპებზე ვთანხმდებით, რომელიც ეხება უკომპრომისო ბრძოლას ნარკოგამსაღებლების მიმართ, ნარკომომხმარებლების ზრუნვასა და რეინტეგრაციას, ასევე ნარკოპოლიტიკის მოხმარების პრევენციას”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამ ეტაპზე ცვლილებები მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტს აქვს განხილული, სადაც პროექტი, პირველი მოსმენით, ოპოზიციის მხარდაჭერით გავიდა. აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდშიც.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი ერთ-ერთია იმ თემათა შორის, რომლებზე გადაწყვეტილების მიღებაც დეპუტატებს საგაზაფხულო სესიაზე მოუწევთ.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

ცირა გურგენიძე

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი