უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 აპრილი, 2025 16:33
font-size

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს. ​ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.

მომხსენებლის ინფორმაციით, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა.

გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. როგორც ირაკლი კირცხალიამ განმარტა, საკანონმდებლო მოთხოვნებისგან თავის არიდების პრევენციის მიზნით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებული წესები გავრცელდება ასევე, ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომელიც თავის ბუნებით წარმოადგენს გრანტს.

მისივე თქმით, მთავრობის მოთხოვნა არ გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტის ხელშეკრულებებზე.

მათზე აღნიშნული წესი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიცვლება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

„ხაზგასმით განვმარტავ, რომ მთავრობის თანხმობას არ დაექვემდებარება საქართველოს საზღვრებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემული ინდივიდუალური სტიპენდიები და გრანტები. ასევე, საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, მართალია მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულობის მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა, საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით. ამის ნათელი მაგალითი საზოგადოებამ არაერთხელ იხილა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.

საკანონმდებლო პაკეტით დარეგულირდება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი.

ირაკლი კირცხალიას განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა გრანტის გამცემ სუბიექტთა ფართო წრეს ითვალისწინებს მათ შორის, უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მის წარმომადგენლობებს, აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

„ვინაიდან გრანტი, თავისი ბუნებით, გრანტის მიმღებისთვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე ინფორმაციით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება, მოახდენს იმის პრევენციას, რომ ე.წ. ჰუმანური მიზნით შენიღბული გრანტის თანხებით, გარე ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენს ქვეყანაში დააფინანსონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.

​საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, შესაბამისი თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, კერძოდ: თუ პირი შესაბამისი თანხმობის გარეშე მიიღებს გრანტს, ის დაჯარიმდება მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 14:34

ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“; საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის

ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:50

ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი ს

არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 12:30

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით  ევროკავშირისკ

უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:27

გუშინდელს შემდეგ, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განმარტებით, „ოპოზიციამ უნდა დ

საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:58

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული FARA-ს კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლო

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:51

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ  საქართველოს