უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2019 13:10
font-size

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, რის გამოც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ოპერატიული მუშაკის და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობების შემოღება იგეგმება.

ამავე ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ საქმის ზედამხედველი პროკურორისთვის მიმართვის 20 დღიანი ვადა 14 დღემდე მცირდება, ხოლო სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანის ვადა უქმდება. გარდა ამისა, პირებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაინერგება სტაჟირების სისტემა.

დაკონკრეტდა „გამომძიებლის“ სტატუსის მქონე პირთა წრე. კერძოდ, გარდა გამომძიებლებისა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის სტატუსი მიენიჭება სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო ფუნქცია 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი

19 მარტი, 2024 , 12:51

ყველაფერი, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:43

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქარ

ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენსა და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლო

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი