უკან

საზოგადოება

1 ივლისი, 2020 16:50
font-size

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა.

ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
ბონდო მძრინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე ხმით 13 წინააღმდეგ დამტკიცდა.

გრიგოლ მურღულიას კი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთი წინააღმდეგი იყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, დოდო შონავას, მას 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო. თუმცა, კენჭისყრაზე კვორუმი 76 დეპუტატი იყო, შესაბამისად კანდიდატურა არ დამტკიცდა.

სამეურვეო საბჭოს წევრად-მეურვედ ასარჩევად გრიგოლ მურღულიას კანდიდატურა წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა – „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება-მრეწველები“, „ქართული ოცნება-მწვანეები“, „ქართული ოცნება-რეგიონების განვითარებისთვის“, „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა“ და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“.

ბონდო მძინარიშვილის კანდიდატურა წარადგინეს დეპუტატებმა – მირიან წიკლაურმა, გია ჟორჟოლიანმა, გიორგი მოსიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ირმა ინაშვილმა, ემზარ კვიციანმა, გიორგი ლომიამ, ადა მარშანიამ, დავით ჭიჭინაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, მარიამ ჯაშმა, ბიძინა გეგიძემ, გიორგი ბეგაძემ და გელა მიქაძემ.

ზაზა აბაშიძის კანდიდატურა წარადგინეს პარლამენტის წევრებმა დავით ბაქრაძემ, აკაკი ბობოხიძემ, გიორგი ბოკერიამ, თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ, გიორგი კანდელაკმა, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ, ზაზა კედელაშვილმა, ირმა ნადირაშვილმა, ლელა ქებურიამ, გიორგი ღვინიაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ელენე ხოშტარიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი – უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე შეჩერდა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი