სამართალი
პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართა - ოთარ სიჭინავა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავას განცხადებით, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვისგან რამდენიმე მოსამართლის აცილება მოხდეს.
ამის შესახებ სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
სიჭინავას თქმით, გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომას ამ საკითხსზე უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა ჩაიშალა.
„ე.წ კაბელების საქმეზე, უგულავას საქმეზე და ტელეკომპანია რუსთავი2-ის საქმეზე დგას რამდენიმე მოსამართლის აცილების საკითხი. პარლამენტის ინიციატივით არის დაყენებული. შესაბამისად, ამ საქმეში მონაწილეობა რომ მივიღოთ, ჯერ ეს შუამდგომლობები უნდა განვიხილოთ. თავს შევიკავებ მოსამართლეების სახელების დასახელებისგან, ვისი აცილების საკითხიც არის დაყენებული, მაგრამ რემდენიმე მოსამართლეა და სანამ აცილების საკითხს კენჭი არ ეყრება, მანამდე ეს პროცესები ვერ გაგრძელდება“,-განაცხადა სიჭინავამ.
მონიკა დავლიანიძე