უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 თებერვალი, 2020 16:05
font-size

პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ - ირაკლი კობახიძე

„საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ, "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წევრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.

დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ.

"მოკლედ მინდა შევეხო ჩვენი "ნაციონალი" კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში თავისი ღირებულებებით პირველ რიგში.

სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ, რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო 7 წლის განმავლობაში, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნით შესვლა სცადეს. ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზში შესვლა მაშინ სცადა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის 2019 წლის ანგარიშს წარადგენდა.

საერთაშორისო პარტრნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

9 აპრილი, 2020 , 16:53

საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებ

დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს

9 აპრილი, 2020 , 15:55

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. როგორც ჭიჭინაძე საკუთარ წერილში აღნიშნავს, ამ დროისთვის ქვეყანაში 5 მნიშნველოვანი პრობ

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`