უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ნოემბერი, 2017 10:25
font-size

პარლამენტში დღეს ახალ სახალხო დამცველს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტში დღეს ახალ სახალხო დამცველს აირჩევენ.

მანამდე, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს უნდა მოუსმინონ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ ნინო ლომჯარიას, კანონმდებლების წინაშე პლენარულ სხდომაზე ის გუშინ წარდგა.

„უმრავლესობის მხარდაჭერა ქალბატონ ნინო ლომჯარიას ექნება, იმიტომ, რომ ქალბატონი ნინო სწორედ ჩვენი უმრავლესობის მიერ იყო მოწონებული და წარმოდგენილი როგორც კანდიდატი,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ.

საპარლამენტო უმცირესობას პრეტენზიები სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აქვს.

„სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა, საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი წარმართა კულუარულად. მათ თავად გამოარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს იგი დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი ფორმა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება - დავით ჭიჭინაძე

3 ივნისი, 2020 , 17:39

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოც

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა

3 ივნისი, 2020 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადები

გახარია თანამდებობას ტოვებს

3 ივნისი, 2020 , 16:05

გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - პრემიერის თანამდებობიდან მისი წასვლა ივანიშვილის კარზე რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი. ჩვენი ინფორმაციით, გახარიამ  გადაწყვეტილებას ფორმალურად უახლოეს საათებში აღა

ჩვენი ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, - ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი - რომან გოცირიძე

2 ივნისი, 2020 , 17:15

“რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის&ldqu

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2 ივნისი, 2020 , 16:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!