უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მაისი, 2020 14:53
font-size

პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება

ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. ამის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

რომან კაკულიას განმარტებით, ვინაიდან ეს იქნება კომიტეტში შეხვედრა და არა საკომიტეტო მოსმენა, ის თავად შეარჩევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც შეხვედრაზე დასწრებას შესთავაზებს.

"ეკონომიკის მინისტრს ვთხოვ, მოვიდეს, ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრსაც. ვფიქრობ, რომ დროა ასეთი შეხვედრა გაიმართოს კომიტეტში. თუმცა მე არ ვამბობ, რომ საკომიტეტო სხდომებზე საკითხებზე მსჯელობა არ იქნება, ესეც იქნება, მაგრამ მგონია, რომ თავიდან პირველი შეხვედრა უფრო საქმიანი და შინაარსიანი იქნება, თუ ჩვენ ამას დახურულ ფორმატში გავაკეთებთ. ვიტოვებ უფლებას, ინდივიდუალურად პირველი მოსმენისთვის შევარჩიო ის ადამიანები, ვისაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში აქვს კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებზე საუბრის. შეთავაზებას ყველას ინდივიდუალურად გავუკეთებ,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში 27 მაისს მოუსმენენ.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი