უკან

პოლიტიკა

4 მაისი, 2018 14:33
font-size

პარლამენტში ე.წ „გირგვლიანის შესწორებებს“ განიხილავენ

პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ე.წ „გირგვლიანის შესწორებებზე“ პირველი მოსმენით მსჯელობენ.

სხდომას ოპოზიცია არ ესწრება, რადგან ის ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელის გამკაცრებას. უმრავლესობის განმარტებით, მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილების გადამეტებისთვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის ვადა გაიზრდება.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ეს ინიციატივა თანამდებობის პირებისთვის გზავნილი უნდა იყოს.

„ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ჩაიდენს ნებისმიერ იმ დანაშაულს, რომელიც დღეს არის სისხლის სამართლის კოდექსით მძიმე მუხლებში გამოტანილი, ასეთია, მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ძალადობრივი ქმედებები და ა.შ. დაისჯება უფრო მკაცრად, ვიდრე დაისჯება ჩვეულებრივი მოქალაქე. ეს არის მთავარი გზავნილი“, -აღნიშნა ბესელიამ.

უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, „არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ დღეს თუ ის ხელისუფლებაშია, მას შეუძლია განუკითხავად, ადამიანის უფლებების იგნორირებით, ხალხის ინტერესის გაუთვალისწინებლად იყენებდეს კანონს და ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის დაუსჯელი დარჩება მომავალში“.

ამ საკანონმდებლო ინიციატივით პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირების მიმართაც, ვინც მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დანაშაულებრივ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი