უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 დეკემბერი, 2018 16:40
font-size

პარლამენტში ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთების გათანაბრებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

აღნიშნული კანონპროექტის მიზანს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიზნით ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის გათვალისწინებული აქციზის დიფერენცირებული განაკვეთის გათანაბრება წარმოადგენს. აღიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: აკაკი ზოიძეს, დიმიტრი ხუნდაძეს, ლევან კობერიძეს, ილია ნაკაშიძესა და დიმიტრი მხეიძეს.

აკაკი ზოიძის განცხადებით, საგადასახადო კოდექსის პროექტში ასევე აისახა პარლამენტის წევრის, პაატა კვიჟინაძის ინიციატივაც, რომელიც პლენარულ სხდომაზე გამოითქვა. მომხსენებელმა ამ ინიციატივების შესახებ კოლეგებს ინფორმაცია გააცნო.

„ესაა ინიციატივა, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლეს უმარტივებს - ესაა ჯარიმების ლიბერალიზაცია საგადასახადო კუთხით. სავალუტო ფონდის შემოთავაზებაც იყო, რომ ჯარიმები არ არის პროპორციული დარღვევების და საჭიროა მათი შესაბამისობაში მოყვანა. ამით ჩვენ ვუმსუბუქებთ ადამიანებს მდგომარეობას. მეორე - ის, რასაც თავიდან ოპოზიციამაც და პოზიციამაც დაუჭირა მხარი, მენაშენეებს ეხება. საქმე ეხება დაუმთავრებელ მშენებლობებს, რომლებიც 2008 წლამდე დაიწყო, რომ როგორმე დამთავრდეს და მიეცეს მათ საგადასახადო შეღავათები. ამ შეღავათებს ვადა გასდის და სასწრაფოდ უნდა გადაიწიოს 2022 წლამდე. მესამე თემა მიკროსაფინანსო ბანკებს ეხება, რომ შეღავათი გავრცელდეს და უიმედო ვალების ჩამოწერის შედეგად ფიზიკურმა პირებმა აღარ გადაიხადონ საშემოსავლო. ეს ადამიანების ყოფის შემამსუბუქებელი ინიციატივებიც აისახა წარმოდგენილ კანონპროექტში“,- განაცხადა ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, წარმოდგენილ ვარიანტზე მთავრობის თანხმობაც არის, რის შემდეგაც კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხისთვის, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:15

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კო

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:28

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი