უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მარტი, 2018 15:40
font-size

პარლამენტში „მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება აპრილის დასაწყისში დაიწყება

საშინაო დავალება შესრულებულია, პარლამენტში „მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება აპრილის დასაწყისში მოხდება, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე იკრძალება, თუმცა ხელმისაწვდომია იჯარა; სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში კი, დისკრეცია მთავრობას რჩება.

„მიწის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში აპრილის დასაწყისში შემოვა. უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი რჩება იჯარის ფორმა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა პრობლემა არ არის. სტრატეგიული პროექტები, როგორებიც არის პორტი, ნებისმიერი სხვა სამთო განვითარების თუ მასშტაბური ჰესი, ამ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით მთავრობის დისკრეცია რჩება“, – განაცხადა დანელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კანონპროექტის განხილვების პროცესში დოკუმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„ბუნებრივია, განხილვების დროს გარკვეული შენიშვნები და წინადადებები შემოვა. მიმდინარე თვის ბოლომდე დოკუმენტი შესაბამის უწყებებთან გვაქვს გადაგზავნილი, რათა უკუკავშირი მივიღოთ და შემდეგ უკვე ინიცირებას მოვახდენთ. ასე რომ, საშინაო დავალება შესრულებულია“, – განაცხადა დანელიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი, 2019 , 13:18

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

20 ივნისს შსს-ს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტებას გენერალური პროკურატურა იძიებს -ანრი ოხანაშვილი

13 ივლისი, 2019 , 12:40

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს