უკან

საზოგადოება

18 აპრილი, 2017 18:45
font-size

პარლამენტში ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობენ

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით შესაძლოა რეგულაციები გამკაცრდეს.

ინიციატივის შესახებ პარლამენტის წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს, სადაც სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.

როგორც ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, აღნიშნული საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებს.

"ინიციატივაა შემოსული, რომ რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ეს თემა და იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, გარკვეული სამართლიანი რეგულაციები შემუშავდეს. ჯგუფი იმუშავებს ამ ცვლილებებზე, დაელაპარაკება როგორც მომხმარებლებს, ისე კომპანიებს, ექსპერტებს და შემუშავდება ცვლილებები. ეს ხანგრძლივი სამუშაო პროცესი იქნება. რეგულაცია უნდა იყოს იმგვარი, რომ თავიდან ავირიდოთ მძიმე შედეგები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სტატისტიკა ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საქართველოში აზარტულ თამაშებს 400 000-მდე მომხმარებელი ჰყავს.

"განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს არასრულწლოვანების აღნიშნულ თამაშებში ჩართვის დიდი რაოდენობა, 15-16 წლის ბავშვს შეუძლია თავისი მშობლის პირადობით დარეგისტრირდეს და გააგრძელოს თამაში. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი საჭიროებს რეგულაციას", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი