უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 თებერვალი, 2020 15:35
font-size

პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას 18 თებერვლის პერფორმანსს.

„საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, პატივი სცენ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს. განცხადების თანახმად, გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი „თავისუფლების ქარტიის“ მიზნებს ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ბექა დოჭვირი

21 მარტი, 2020 , 22:48

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, - ამის შესახებ მ