უკან

პოლიტიკა

21 იანვარი, 2017 13:50
font-size

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიხსნა

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა და კონსტიტუციის შესაბამისი თავების და მუხლების განხილვას შეუდგა.

კომისიის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა და კომისიის წევრებს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი განცხადებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ადამიანის უფლებების და სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფია, რაც მოწმობს განსაკუთრებულ ინტერესს აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით. მანვე კომისიი წევრებს სამუშაო ჯგუფების მუშაობის რეგლამენტი გააცნო და პროცედურები განმარტა.

„დღეს იმართება პირველი სხდომა, სადაც შევკრებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში და დარიგდება შემდეგი სხდომისთვის. წინასწარ უკვე შემოსულია წერილობითი მოსაზრებები და კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა თავისი წინადადებები, რომელთა განხილვაც დღეს მოხდება. თუმცა შეგვიძლია მხოლოდ ამ მოსაზრებებით არ შემოვიფარგლოთ და ღია დისკუსია გავმართოთ და მუხლობირივად განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავები, რაც თვითოეულ ჩვენგანს საშუალებას მისცემს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ წარმოდგენილი წინადადებებისთვის მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ტექსტის განვრცობის ტენდენცია შეინიშნება და თუ დაჯამდება ყველა მოსაზრება, რაც სამუშაო ჯგუფში შევიდა მაშინ შესაძლოა სამჯერ უფრო მოცულობითი და გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ. „სასურველია შეძლებისდაგავარად კონსტიტუციის ლაკონური ტექსტი მივიღოთ და სადაც საჭირო იქნება ტექსტის განვრცობა და სტანდარტების აწევა იქ ბუნებრივია კომისია მზად იქნება მსჯელობისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკვანძო სიტყვები:

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი