უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2017 15:30
font-size

პარლამენტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირებაზე მსჯელობენ

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელზეც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.

სხდომაზე დამსწრეთ, საშუალება აქვთ, კომიტეტის მიერ ორგანიზებული გამოფენაც დაათვალიერონ.

„გამოფენა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვან საკითხზე ვართ შეკრებილები და რაოდენ მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც, დიდი იმედია, მივიღებთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი მხარს დაუჭერს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სრულყოფას და მის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მხარდაჭერა დაადასტურა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ.

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების წინაისტორიაზე ისაუბრა კანონპროექტის ავტორმა, პარლამენტის წვერმა გუგული მაღრაძემ. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტში მომზადდა და მისი ინიცირებაც მოხდა.

„მიხარია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაფიქსირდება ისტორიაში, როგორც პარლამენტი, რომელიც მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან შესწორებებს კანონში“,- განაცხადა დეპუტატმა.

კანონპროექტის წარდგენამდე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკასა და ადგილობრივ გამოწვევებზე“ ისაუბრა.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი