უკან

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2019 12:35
font-size

პარლამენტთან `სირცხვილიას` წევრებმა აქცია-გამოფენა გამართეს

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოები, რომელზეც საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარება იყო ასახული.

როგორც ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ განუცხადა,"ქართულმა ოცნებამ" დაარღვია კანონი და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობაში არ შეუშვა.

საუბარია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში საშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. მათი თქმით, ამ ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა.

დღესვე, მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეწვევა. დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქეთევან ციხელაშვილთან კითხვები აქვს, რომელსაც აუცილებლად დაუსვამს.

"დღეს პარლამენტში მოდის სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხელაშვილი არ განსაზღვრავს პოლიტიკას არც რუსეთთან და არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მაგრამ დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, იმ გაჭირვებასა და უყურადღებობას, რასაც იქ ადამიანები განიცდიან. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს სოფლებში მოუხსნეს სოციალური დახმარება, ადამიანებმა დაკარგეს საძოვრები, ბაღები და პრაქტიკულად შემოსავლები", - განაცხადა ხოშტარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ