საზოგადოება

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინოს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ერთი თვით.
„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს 200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის. პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ- ნოემბრის პერიოდში, მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლბას, შეიმუშაოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი პროგრამა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ სახელმწიფო სუბსიდირება ასევე უნდა შეეხოს არა მხოლოდ ბუნებრივ აირის, არამედ ელექტრო-ენერგიისა და წყლის გადასახადებს.
„ვფიქრობთ, სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისი რესურსი, მოახდინოს, როგორც ბუნებრივი აირის სუბსიდირება, ასევე კომპენსაციის დაწესება, როგორც ელექტრო-ენერგიის, ასევე წყლის გადასახადებზე. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გაუწევს საკუთარ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს სოციალურ ვითარებაში“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტები ასევე მოუწოდებს მთავრობას, მოხსნას ან შეამსუბუქოს არსებული რეგულაციების ნაწილი და აუცილებლად აღადგინოს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
2 მარტი, 2021 , 17:15

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
2 მარტი, 2021 , 16:00

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 16:00

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება
2 მარტი, 2021 , 16:00

ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
2 მარტი, 2021 , 14:55

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2 მარტი, 2021 , 14:55