უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2020 15:30
font-size

პარტია „რეფორმერი` სესხების გადავადებას ითხოვს

პარტია "რეფორმერი" ინიციატივით გამოდის და მთავრობას სესხების საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

როგორც :რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული სოციალური ფონი, ეროვნული ვალუტის კურსი, ინფლაციური პროცესები და მოქალაქეებისთვის საშეღავათო პერიოდი 2020 წლის ბოლომდე უნდა გააგრძელოს.

„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, „რეფორმერი" გამოდის ინიციატივით, კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების სამთვიანი გადავადება. გადავადება შეეხოს იმ მოქალაქეებს და ბიზნესს, რომლებიც დაზარალდნენ კორონაპანდემიის შედეგად, დაკარგეს სამსახური და შეუმცირდათ შემოსავალი. მათ ამ პირობებში სასესხო ვალდებულებების დაფარვა მძიმე ტვირთად დააწვებათ“,- განაცხადა პარტია „რეფორმერის" წევრმა, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაია კუკავამ.

როგორც „რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაატაროს ღონისძიებები ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ არ დაზარალდეს საბანკო სექტორი და კერძო ბიზნესის ინტერესები.

„რეფორმერის" ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა გაგრძელდეს 2020 წლის ბოლომდე და შეეხოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ არიან ინდენტიფიცირებული, როგორც დაზარალებული პირები.

„დამატებითი საშეღავათო პერიოდით უნდა ისარგებლონ როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირებმა . გადავადება უნდა შეეხოს როგორც სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებს, ასევე ავტოსესხებს, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს და სტანდარტულ ბიზნეს სესხებს.

სესხების საშეღავათო პირობებით უნდა ისარგებლოს ყველა იმ ბიზნეს-ოპერატორმა, რომელმაც ამ თვეებში განიცადა დიდი ზარალი და ვერც უახლოეს მომავალში შეძლებენ სესხებზე შენატანების განხორციელებას - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა.

„ქართულმა ოცნება“ 55.0%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 23.0%, „ევროპული საქართველო“ - 3.0% - „იმედის“ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:50

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, P

„ქართულმა ოცნებამ“ – 46%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 28% და „ევროპული საქართველო“ 5%- „ფორმულას“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:39

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთ

„ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:16

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 41% ნაციონალური მოძრაობა 33%  ევროპული საქართველო 5% ლელო 4% გირჩი 3% სტრატეგია აღმაშენებლი 3% პატრიოტთა ალიანში 2%

კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს - საია

31 ოქტომბერი, 2020 , 19:25

18:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ „ახალგაზრდ

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

31 ოქტომბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „უკვე 10 საათია კენჭისყრა მ

მეგობრებო, მობრძანდით არჩევნებზე, შევცვალოთ კრიმინალური ოცნება - ლევან ხაბეიშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 17:20

“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებზე “კრიმინალური ელემენტები” ჰყავს მობილიზებული. მისივ