უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2021 13:54
font-size

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სამოქმედო გეგმა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე წარადგინა.

„მიზანი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი გეგმა, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება, ვიმოქმედოთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად და იქ, სადაც ეს ბერკეტი გაგვაჩნია, არცერთ პარტიას არ მივცეთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვის და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა, არამედ პირიქით, ვიმოქმედოთ მუნიციპალიტეტის, იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად.

თქვენთვის უკვე ცნობილია ჩვენი პოზიცია ბათუმის საკრებულოსთან დაკავშირებით, რომელიც მივიღეთ იქ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:

1. იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს - პირველ სხდომაზე, საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში.

2. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, თქვენ იცით, რომ ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში მონაწილეობას დღეს არ მივიღებთ.

3. სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა - გადამწყვეტი ხმები, თუმცა გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დავასახელოთ საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატები, ჩვენ დღესვე, ახალარჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარეების და სხვა პოზიციების დასაკავებლად.


4. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ასევე გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, პარტია „საქართველოსთვის“ ქმნის ფრაქციებს.

5. იმ საკრებულოებში, სადაც ჩვენი კანდიდატები მოიპოვებენ საკმარის ხმებს საკრებულოს თავმჯდომარის თუ სხვა პოზიციის დასაკავებლად, კიდევ ერთხელ ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება ძალაუფლების ბალანსი და დაეფუძნება ამ მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს და ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ ძალთა ბალანსს“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიამ „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა ღია ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც უარი მიიღეს.

„ჩვენ „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შევთავაზეთ ღიად ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც მივიღეთ უარი. ჩვენ მეორე ნაბიჯი კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით, სადაც დავასახელეთ - ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ მივიღებდით მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობების დასაკავებლად, თუმცა ამაზეც ჩვენ პოზიცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არ მოგვისმენია. შესაბამისად, როგორც განვაცხადეთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მუნიციპალურ ბერკეტს, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი