უახლესი ამბები
- 21.02.2019 17:20საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია - ბიძინა გეგიძე
- 21.02.2019 17:20განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 21.02.2019 17:05დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი - გია ხუხაშვილი
- 21.02.2019 17:05გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს - რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ?
- 21.02.2019 17:05“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
- 21.02.2019 15:50თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო
- 21.02.2019 15:50ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს
- 21.02.2019 15:50ეკა ბესელია აპრიორი უშვებს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას - ანრი ოხანაშვილი
- 21.02.2019 15:50ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს - თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- 21.02.2019 14:51მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ
არქივი
საზოგადოება


პარტიების კომუნიკაცია სადამკვირებლო ორგანიზაციებთან სცილდება ეთიკის ნორმებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
არის შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური პარტიების კომუნიკაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან სცილდება ეთიკის ნორმებს, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, იმის გამო, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები მათ შეფასებებს არ ემთხვევა“, - ამის შესახებ ~საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს~ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია იქონიონ ეთიკის ნორმების დაცვით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 8 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში და შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით სხვა რეკომენდაციებსაც ავრცელებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია გამოძიება დაიწყოს ზოგიერთი პარტიის ლიდერების განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიებში მათი წევრები მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებდნენ და ზოგ შემთხვევაში მოხდა მათზე ზეწოლა ან მოსყიდვა. გამოძიების აუცილებლობაზეა საუბარი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველების მიმართ ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც, თუმცა აქვე, ორგანიზაცია პარტიებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ფაქტები.
რეკომენდაცია შეეხება ზოგიერთ საარჩევნო უბანზე და უბნის გარეთ მომხარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებსაც. ორგანიზაციის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტების პრევენცია, დაძაბულობის შემთხვევაში კი, აუცილებელია ასეთი სიტუაციების განმუხტვა. რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოუწოდონ თავიანთ აქტივისტებს, არჩევნების დღეს არ მოახდინონ დაძაბულობის პროვოცირება.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ საჭიროა, საარჩევნო კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განემარტოთ არჩევნების წარმართვის წესები და პროცედურები. ასევე, საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან პარტიების წარმომადგენლების გაწვევის შემდეგ ახალი წევრების შერჩევისას არაკვალიფიციური კადრების მიღების თავიდან ასაცილებლად, ორგანიზაცია რეკომენდაციას ავრცელებს, სამომავლოდ შემოღებულ იქნას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის რეზერვის ინსტიტუტი.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:

“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
21 თებერვალი, 2019 , 17:05

არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ სიმართლის მტკიცებას – ბადრი ჯაფარიძე
21 თებერვალი, 2019 , 15:08

მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ
21 თებერვალი, 2019 , 14:51

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება
21 თებერვალი, 2019 , 14:49

ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია - მიხეილ ბატიაშვილი
21 თებერვალი, 2019 , 14:26
რუსთავის მერს უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდაო
21 თებერვალი, 2019 , 11:39