უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 სექტემბერი, 2024 11:45
font-size

პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის - შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე ხელის არმოწერა არის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არ უნდა, ელემენტარულ სტანდარტზე აიღოს პასუხისმგებლობა.

„რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის და არჩევნების არაღიარებისთვის. ეს არის ის ტრადიცია, რომელიც მათ უკვე 2012 წლიდან აქვთ. არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც 2016-ის, არც 2020 წლის არჩევნები. სამივე არჩევნებზე დასჭირდათ დრო და წნეხი იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. რა თქმა უნდა, აქაც იგივე ლოგიკას მიჰყვებიან და აპირებენ, არ აღიარონ ეს არჩევნები, უკვე აქედანვე ამზადებენ საბაბს. არ უნდათ, ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, ამას ყურადღებას მიაქცევენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ეს არის პირდაპირ იმის აღიარება, რომ ოპოზიცია ემზადება რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ასევე არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მოაწერა ექვსმა პარტიამ.

ქართული ოცნების დაანონსებულ “სამშობლოს ღალატის” მუხლი, მის სუიციდალურ მიდრეკილებაზე მეტყველებს - გია ხუხაშვილი

19 თებერვალი, 2025 , 17:37

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: როცა გიხარია და გულშემატკივრობ, რომ შესაძლოა აშშ და რუსეთი გარიგდნენ “რეალური პოლიტიკის” ფარგლებში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, რის შედეგადაც შენი სამშობლ

გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ - მამუკა მდინარაძე

19 თებერვალი, 2025 , 15:56

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლის ფაქტს გამოეხმაურა. „[კვერცხის სროლა] გუშინ გამოხატვის თავისუფლება

გარჩევა როგორ ხდება იცით? - სად აღმოჩნდება - სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც „თქვენები“ კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს - გია ვოლსკი

19 თებერვალი, 2025 , 14:59

როგორ უნდა მოხდეს პოლიციელის რიგითი მოქალაქისგან გარჩევა მაშინ, თუ ის შენიღბულია და სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული? - კითხვაზე პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის "მარტივი" პასუხი აქვს. „გარჩევა როგორ ხდება იც

ბიძინა ივანიშვილი არის პირადად დამკვეთი და პირადად ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ხელში არ ეჭირა ის კვერცხი, მაგრამ ის არის იმ კვერცხის მსროლელი - გიორგი ბაჩიაშვილი

19 თებერვალი, 2025 , 13:40

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა ივანიშვილის დავალებით მოხდა. გიორგი ბაჩიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მომხდარის დამკვეთი სწორედ ოლიგარქი იყო, რადგან მ

სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ დღეს თბილისის აეროპორტში - პეტერ ფიშერი

18 თებერვალი, 2025 , 16:28

სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ დღეს თბილისის აეროპორტში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს. „ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩამოსვლის დარბაზშ

ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე აშკარად იყენებს „რუსკი მირის“ მეთოდებს - რასა იუკნევიჩიენე

18 თებერვალი, 2025 , 14:32

„ქართული ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ბიძინა ივანიშვილი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი