უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 იანვარი, 2019 16:38
font-size

პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრის მოდერაციას ძალიან კარგად აკეთებდა - ეკა ბესელია

საუბარი დღეს ვერ დავასრულეთ, რადგან კიდევ ბევრი გამომსვლელია. შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს შეხვედრები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, საჭირო შეხვედრა იყო. პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრის მოდერაციას ძალიან კარგად აკეთებდა. რამდენიმე ადამიანს გვქონდა შესაძლებლობა, გვეთქვა სათქმელი, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას და მოსამართლეთა შერჩევის საკითხს. საუბარი დღეს ვერ დავასრულეთ, რადგან კიდევ ბევრი გამომსვლელია. შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს შეხვედრები, რომ ყველამ ბოლომდე გამოხატოს პოზიცია და შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

მე არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. კარგი შესაძლებლობა იყო მიმღეობისა და მოსმენის თვალსაზრისით განსხვავებული მოსაზრებები გაგვეზიარებინა. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც კონფიდენციალური. იგივე პოზიცია მაქვს ამ სიასთან და პროცესთან დაკავშირებით, რასაც გიზიარებდით. ამ პოზიციას ბუნებრივია, არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, როგორი უნდა იყოს კრიტერიუმები, რა პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას და საბოლოოდ, როცა შევჯერდებით, შემიძლია გითხრათ, რაზე შევთანხმდით და ალბათ ყველა ისაუბრებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი