უკან

საზოგადოება

12 ივნისი, 2019 17:12
font-size

პაშა ბანკი ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას გაუწევს სპონსორობას

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალ Entrepreneur-ის ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge პრეზენტაცია შედგება. ღონისძიებას სპოსნორობას პაშა ბანკი გაუწევს.

პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გამოსული ნომრების რესპოდენტები, გამოცემის კონტრიბუტორები, ბიზნეს პარტნიორები და Entrepreneur Club-ის წევრები დაესწრებიან.

„ცნობილი ამერიკული გამოცემა Entrepreneur წელიწადზე მეტია საქართველოში გამოდის და უკვე იქცა ქართველი ანტრეპრენერების და ბიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანების ფავორიტ გამოცემად. 2 თვეა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს ვებ პლატფორმა www.entrepreneur.ge, რომლის საშუალებითაც, კიდევ უფრო გავზარდეთ და მომავალშიც გავზრდით Entrepreneur-ის ერთგულ მკითხველთა აუდიტორიას. მოხარული ვარ, რომ პაშა ბანკი მხარს უჭერს საქართველოში ანტრეპრენერშიპის იდეის პოპულარიზაციას და თანამშრომლობს ანტრეპრენერებისთვის საინტერესო თემებზე რეგულარული ღონისძიებების და აქტუალური დისკუსიების მხარდაჭერის მიმართულებით. იმედია, ამ ტიპის თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ, „Entrepreneur საქართველოს“ გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა.

“წელს პაშა ბანკმა განაახლა სერვის მოდელი და ახლა ჩვენი საბანკო მომსახურებით სარგებლობას, როგორც მსხვილი და საშუალო, ისე - მცირე საწარმოები შეძლებენ, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს. გვაქვს სურვილი, რომ მხარი დავუჭიროთ ანტრეპრენერებს და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ საპრეზენტაციო ღონისძიების სპონსორობა. ვთვლით, რომ ჟურნალი ანტრეპრენერი ბევრ სასარგებლო ინფორმაციას და გამოცდილებას აწვდის დაინტერესებულ პირებს და ეხმარება მათ განვითარებაში.” - განაცხადა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

ჟურნალი Entrepreneur ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან გამოდის. ქართული გამოცემა ადგილობრივი ანტრეპრენერებისთვის პოზიტიური ინსპირაციის, საჭირო ინფორმაციისა და მხარდაჭერის წყაროა.

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`