უკან

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 18:20
font-size

პასუხი უნდა გაეცეს, რატომ შესუსტდა ქვეყნის პოზიციები სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში - პრეზიდენტის პრესსპიკერი „გაზპრომზე“

სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გააცნო „გაზპრომთან“ დაკავშირებით.

მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, გააძლიეროს მეთვალყურეობა „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხზე.

„პრეზიდენტი 2015 წლიდან მოყოლებული მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას, რომ ასეთ რთულ მოლაპარაკებებში უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზება და საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა იმისთვის, რომ ქვეყანა არ დარჩეს ისეთი სერიოზული სტრუქტურის პირისპირ, როგორიც არის „გაზპრომი“. პრეზიდენტის აზრით, ზარალის მინიმალიზება შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. მიზეზები კი აუცილებლად დასადგენია, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს და მათ შორის ყველაზე მთავარს, - რატომ მოხდა, რომ ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციები შესუსტდა. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიშველაძემ ასევე ილაპარაკა პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე პრეზიდენტის არჩევის წესზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ ახალ კანონპროექტზე, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასა და ქვეყნის მიერ ქართველი ჯარისკაცების ინტერესების დაცვაზე.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი