ეკონომიკა
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, ვფიქრობ, გრძელვადიან პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს - კობა გვენატაძე
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, ვფიქრობ, გრძელვადიან პერიოდში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
„საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე პროგნოზების გაკეთება ცალსახად. მასზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება შეიცვალოს რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იქიდან გამომდინარე, თუ რა ინფლაცია იქნება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპროცენტო განაკვეთი არის ის მაჩვენებელი, რომლის დინამიკასაც გრძელვადიან პერიოდში უნდა შევხედოთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, რადგან ის რისკფაქტორიანი მსესხებელი, რომელიც სესხს იღებდა ყოველგვარი შემოსავლის დადასტურების და შემოწმების გარეშე, თუკი აღარ იქნება ამ ფაქტორში და აღარ იქნება მაღალი რისკის მინიჭება, მაღალი საპროცენტო განაკვეთი. საკითხს უნდა შევხედოთ გრძელვადიან პირამიდაში",- განაცხადა გვენეტაძემ.