უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2017 17:50
font-size

პასუხისმგებლობას ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა - არმაზ ახვლედიანი

„ქართული ოცნების“ ყოფილი გენერალური მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, იმ მდგომარეობაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილელებთან დაკავშირებით შეიქმნა პასუხისმეგბლობას ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც პრემიერ-მინისტრი და ვერც პარტიის გენერალური მდივანი ვერ გაექცევიან.

ამის შესახებ ახვლედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პასუხისმგებლობას ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც პრემიერ-მინისტრი, ვერც პარტიის გენერალური მდივანი და ვერც სხვა, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს გადაწყვეტილების მიმღებთა შორის არის, ვერ გაექცევა. არ მინდა სახელებით დავამძიმო თქვენი ეთერი. ყველამ იცის ვინც არიან ეს ბატონები. ამ ბატონების სინდისზეა და მათი პასუხისმგებლობაა სწორედ, რომ ქვეყანა დღეს ამ მდგომარეობაშია. ამ ურთულეს მდგომარეობაში, ამ მორიგ წარუმატებელ ექსპერიმენტში. უკეთესის თქმის შესაძლებლობას „ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობა არ გვაძლევს, თორემ სიხარულით დავუკრავდი ტაშს ყველა წარმატებას, ყველა მიღწევას“,-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი თქმით, არსებული საარჩევნო გარემოთი და კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების დიდი ნაწილის ნება გათვალისწინებული ვერ იქნება.

პოლიტიკოსის თქმით, ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს.

„დღესვე გეტყვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება ისე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნება არ იქნება გათვალისწინებული. ამ კანონმდებლობით, ამ საარჩევნო გარემოთი, ამ თამაშის წესებით, რაც „ოცნებამ“ დაგვიწესა, დღესვე არის ცნობილი, რომ ამ არჩევნებს აზრი არ აქვს“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მონიკა დავლიანიძ

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი