უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2018 15:10
font-size

პასუხისმგებლობისგან თავის არიდება - ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი განათლების სამინისტროს განცხადებაზე

ზუგდიდის საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ განათლების სამინისტროს განცხადება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებად შეაფასა.

მისივე თქმით, იკვეთება კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაული.

„სახეზე გვაქვს ჩვენ სისხლის სამართლის დანაშაული. პოლიტიზება რომელიმე მხრიდან თუ ჰქონდა ამ საკითხს, ჰქონდა მათი მხრიდან და შესაბამისად, ამ შემთხვევაში უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულთან, რომელსაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი. წინასწარ საუბარი იმაზე, რომ ეს იყო დარღვევა და შესაბამისად, მათ ჰქონდათ ამ ყველაფრის გაკეთების უფლება, როგორც სადისტურად და როგორც არაადამიანურად მოექცნენ ამ სკოლასა და მის დირექტორს, ეს იქნება უბრალოდ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და შესაბამისად, აღქმული იქნება როგორც მათი მხრიდან რაღაც ამ თემის, ესე ვთქვათ, დაფარვა“, - განაცხადა შენგელიამ და აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება სამინისტრომ სამართალდამცავ უწყებებს უნდა დაუთმოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების პოლიტიზირება უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მისივე თქმით, უწყების მიერ დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ მომზადებული ანგარიშის მიუხედავად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნდა.

ცნობისთვის, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა

26 ნოემბერს ბაჩანა შენგელიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში შემოწმების მაგივრად „ჩვეულებრივ რეპრესიას“ ახორციელებდა. შენგელიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგებისა და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნების წინ არ გადასცა მათ ე.წ. მომხრეების სია.

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

22 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი