უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 დეკემბერი, 2016 18:20
font-size

პატარკაციშვილების ოჯახისა და ვანო ჩხარტიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლე პიტერ სმიტს მოსამართლეობა შეუჩერეს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს შორის ლონდონში მიმდინარე დავის ჩხარტიშვილის გამარჯვებით დასრულებამ საკმაო რეზონანსი გამოიწვია. საქმე ის არის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავაში პატარკაციშვილების ოჯახი გაამართლა, თუმცა სააპელაციო ინსტანციამ დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების კომპანიების სარჩელი და არ მიიღო განსახილველად. ამით საბოლოოდ ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ დასრულდა დავა ლონდონში, რადგან ლონდონის სააპელაციო სასამართლომ ზემდგომ ინსტანციაში აპელაციაზე უარი უთხრა მოდავეებს.

ახლახან ცნობილი გახდა ერთი საინტერესო დეტალი. კერძოდ, ის, რომ მოსამართლე პიტერ სმიტს, რომელმაც ლონდონში, პირველ ინსტანციაში განიხილა აღნიშნული დავა, მოსამართლეობა შეუჩერეს.

ბრიტანეთში, მოსამართლეობის შეჩერების ასეთი ფაქტი, ხშირად არ ხდება. შესაბამისად, იგი პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. პრესა წერს, რომ სმიტი შესაძლოა, გახდეს ბრიტანეთის ისტორიაში პირველი მოსამართლე, რომელსაც მოსამართლეობის უფლებას ჩამოართმევენ. კოლეგები და კეთილისმსურველები მას ურჩევენ, მანამდე თავად გაერიდოს მართლმსაჯულებას, სანამ სამარცხვინოდ გაუშვებენ.

თუ რას ედავებიან დიდი ბრიტანეთის სასამართლო ინსტიტუტები და მედია პიტერ სმიტს, ამის თაობაზე, გთავაზობთ `გარდიანში~ ჯოშუა როზენბერგის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას https://www.theguardian.com/commentisfree/2016/jun/17/mr-justice-peter-smith-leave-bench-now

`მიიღეთ რჩევა, ბატონო მოსამართლევ პიტერ სმიტ: _ დატოვეთ სკამი დაუყოვნებლივ~... `მოსამართლის შეცდომა _ `შოკისმომგვრელი~ და `სამარცხვინო~ წერილი წამყვანი ადვოკატისადმი ბოლოა შეცდომათა გრძელ რიგში~... _ ასეთია პუბლიკაციის ჰედლაინები.

სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც პიტერ სმიტის საკითხი განიხილა, მას მიმართა, რომ ადვოკატებისთვის წერილის მიწერის ფაქტი, სამწუხაროდ, აჩვენებს, რომ სმიტს მოსამართლის შესაფერისი ფუნდამენტური გაგება არ გააჩნია. სმიტი დასთანხმდა საქმიანობისგან დროებით თავი შეიკავოს. _ განაცხადა სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა და არც არის გასაკვირი. ამ ლაკონიური განცხადების მიღმა იკითხება ის გაკიცხვა, რასაც ყველა სხვა მოსამართლე აღიქვამს როგორც ინსტრუქციას, რათა ასე არ მოიქცნენ. _ აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი.

რა წერილზეა საუბარი? _ საქმე ის არის, რომ გასული წლის ივლისში სმიტი მონაწილეობდა ავიაკომპანია `ბრითიშ ეარვეისის~ წინააღმდეგ აღძრულ საქმეში. ეს იმიტომ მოხდა, რომ თავად ჰქონდა პრობლემები ავიაკომპანიასთან. იგი არდადეგებს ატარებდა ფლორენციაში და ავიაკომპანიის მომსახურებით სარგებლობდა, რა დროსაც სხვა მგზავრებთან ერთად ბარგის გარეშე აღმოჩნდა. მან იჩივლა კომპანიის თავმჯდომარესთან. მისი საჩივარი კი მსგავსი იყო იმ საქმეებისა, რასაც არკვევდა.

სმიტის ქცევა `ბრითიშ ეარვაისის~ მიმართ სასამართლო სისტემის რეპუტაციას ჩირქს სცხებდა. ლორდმა პანნიკმა კი, სარკაზმნარევი იუმორით მიმართა, რომ უმაღლეს სასამართლოს დაედგინა _ სმიტის რეაქციამ, უპასუხისმგებლო სმიტის მიმართ ხომ არ დააგვიანა მისი ბარგის მსგავსად? სმიტის რეაქცია იმაში გამოხატა, რომ მან დაურეკა ბლექსტოუნის პალატის _ Blackstone Chambers ხელმძღვანელს, რომლის წევრიცაა ლორდი პანნიკი. როგორც ჩანს, სმიტმა სატელეფონო ზარს მოაყოლა წერილი, რომლის კონფიდენციალურობის იმედიც ჰქონდა. წერილში სმიტი აცხადებს, რომ იგი აღარ დაუჭერდა მხარს პალატის წევრებს, რომლებიც ესწრაფვიან აღმასვლას QCs. _ `როგორც ჩანს პალატა იღებს და არაფერს გასცემს~ დაწერა სმიტმა. და, რას ნიშნავს ეს?

საქმე ისაა, სმიტი განიხილავდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრის და განსვენებული მეფის ვაჟის პრინც აბდულ აზიზ ბინ ფახდის საქმეს ჯანან ჰარბის წინააღმდეგ, რომელმაც, თავის მხრივ, მიმართა სასამართლოს და ამტკიცებდა, რომ მეფეს უნდა გადაეხადა მისთვის 12 მილიონი (£ 12m) გირვანქა სტერლინგი და გადაეცა ორი სახლი ჩელსიში, რაზეც უარი ეთქვა. საქმე გაჩერდა იმაზე, რომ 2003 წელს სმიტმა მიიღო გადაწყვეტილება ჰარბის სასარგებლოდ, იმ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, რაც არსებობდა, მაგრამ მოსამართლეთა განმარტებით `ჰარბის მოწმედ მოხმობის მართებულობა კითხვის ნიშნის ქვეშაა~.

პრინცს წარმოადგენდა ორი წევრი QCs-დან და სმიტმა ეს ყველაფერი განაცხადა მხოლოდ ლორდ პანნიკის საგაზეთო სტატიის წაკითხვის შემდეგ, სადაც აღნიშული იყო, რომ მისი კლერკი, ჰარბის საქმის გადახედვას დაიწყებდა. `ეს იყო შოკისმომგვრელი და სამარცხვინო წერილი, განაცხადეს სააპელაციო სასამართლოს წევრებმა~, _ ნათქვამია პუბლიკაციაში.

სმიტმა ვერ შეაფასა სათანადოდ სიტუაცია. მან ვერ გააანალიზა შედეგები და შესაძლებლობები. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით სმიტს ყურადღება უნდა მიექცია მტკიცებულებების ანალიზისთვის. ეს უკვე საკმაო საფუძველია საქმის გადახედვისთვის. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი ისაა, რომ სმიტმა არ განიხილა საკითხი იმის თაობაზე, იყო თუ არა პრინცი მეფის წარმომადგენელი და მოქმედებდა თუ არა იგი მეფის სახელით.

`საკითხი დადგა იმის შესახებ, რომ მიუკერძოებელი და ინფორმირებული დამკვირვებლისთვის სმიტი პალატის წევრებისა და მისი კლიენტების მიმართ შესაძლოა, ნამდვილად მიკერძოებული იყო. თავის 2016 წლის 12 თებერვლის წერილში მოსამართლემ აღიარა, რომ მას არ უნდა მიეწერა წერილი პალატისთვის. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსამართლეს, მით უმეტეს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს, შეეძლო ამის გაკეთება. ეს იყო შოკის მომგვრელი და სამწუხაროდ, სამარცხვინო წერილი. იგი იწვევს ღრმა შეშფოთებას და ავლენს მოსამართლის როლის გაგების პრობლემას. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ეს ყოველივე ბარგის საქმეს მოჰყვა. ჩვენი აზრით, ლორდი პანნიკის შენიშვნები `აღმაშფოთებელი~ კი არ არის, როგორც ეს წერილში იყო მოხსენიებული, არამედ გამართლებულია~, _ წერს ჯოშუა როზენბერგი.

სასამართლო სამსახურებრივი გამოკვლევა უკვე დაწყებულია და განიხილავს სმიტის ქცევას, როგორც `ბრითიშ ეარვეისის~, ასევე ბლექსტოუის პალატის მიმართ. უმაღლეს მოსამართლეს კონსულტირებას გაუწევს უზენაესი ლორდი მოსამართლე.

ეჭვგარეშეა, რომ სმიტი დამნაშავეა გადაცდომებში, მაგრამ იგი დათხოვნილ იქნება მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდა მისი დანაშაული. ამისთვის, საქმე წარდგება დედოფლისა და პარლამენტის ორივე პალატის წინაშე.

ინგლისსა და უელსში უზენაესი სასამართლოში არც ერთი მოსამართლე არასოდეს ყოფილა დათხოვნილი, ყოველ შემთხვევაში, დღემდე. სმიტს კი მეგობრები ურჩევენ, თავად გადახტეს ნავიდან, სანამ გადააგდებენ.

ის, რომ აშკარა მიკერძოების შესახებ განცხადება არ გაკეთებულა, დიდად სახარბიელო სულაც არ არის სმიტისთვის. მისი წერილი არამართებული ქცევის აშკარა დასტურია. მხოლოდ ლორდი პანნიკი არ ფიქრობს, რომ სმიტი შეუფერებელია მოსამართლეობისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს მე ვწერდი ამის თაობაზე და მაშინ ვთავაზობდი სმიტს პოსტის დატოვებას. მისი წასვლის დრო უკვე დადგა. _ აღნიშნავს ჯოშუა როზენბერგი `გარდიანში~ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

`ალია~ / დავით ავალიანი

“გრძელდება `ბაჩანას გამოძიება` - პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

7 აგვისტო, 2020 , 15:35

კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუ

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

7 აგვისტო, 2020 , 11:55

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პი

გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 21:59

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი

“ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” - შსს-ს ცნობით, წარწერა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

6 აგვისტო, 2020 , 16:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას აწვდის შუალედურ ინფორმაციას თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. „სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასა

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს

4 აგვისტო, 2020 , 16:20

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, &bd

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე