უკან

საზოგადოება

10 აპრილი, 2020 15:35
font-size

პატიმრებს დაახლოები ერთ კვირაში 15 წუთის ნაცვლად, 30 წუთი უფასო სასაუბრო დრო ექნებათ

პატიმრებისთვის 15-წუთიან სასაუბრო დროს დაემატება კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ერთი კვირის ვადაში, პატიმრებს ექნებათ არა მხოლოდ 15 უფასო წუთი, არამედ 30 უფასო წუთი.

„საპატიმროების თვალსაზრისით კარგი სიახლე გვაქვს. იცით, რომ პატიმრებს 16 მარტს, 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ. ეს მთლიანად არის იმ მოლაპარაკებების შედეგი და იმ კერძო კომპანიის დამსახურება, რომელიც ციხეებს ემსახურება. მათ მადლობას კიდევ ერთხელ ვეუბნები, რადგან მათ ეს 15 წუთი უფასოდ ყველა პატიმარს მისცეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავარ პროკურატურას, რადგან იმ ბრალდებულებს მოუხსნა შეზღუდვა, რომლებსაც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ოჯახთან და სხვა გარეშე პირებთან საუბრი აკრძალული ჰქონდათ.

„გუშინ, ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია. მინდა, მათ და მათ ხელმძღვანელს საქართველოში მადლობა ვუთხრა, რადგან ისინი დამატებით 15 წუთს დააფინანსებენ. ერთი კვირის ვადაში, ჩვენს პატიმრებს ექნებათ არა მხოლოდ 15 უფასო წუთი, არამედ 30 უფასო წუთი იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც დავაწესეთ და სხვა გამოსავალი ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე არც გვქონდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 19:49

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს  გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამი

22 მაისამდე ქვეყანაში მოძიებულია 3 500-მდე კონტაქტი, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 კლასტერი - მთავრობის ანგარიში

4 ივნისი, 2020 , 17:30

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა. მათივე ცნობით,

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

4 ივნისი, 2020 , 17:30

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

4 ივნისი, 2020 , 17:30

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!