უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კონფლიქტის ზონა
პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ინტერესდება
დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს, თუმცა პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით. ამის შესახებ დეკანოზმა ჟურნალისტებთან წილკანში ისაუბრა.
„მე ვიცი, რომ საპატრიარქო მუშაობს. მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს, ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ თვითონ უცხოელები, ვინც ჩართულები არიან ამაში და რა შრომა მიმდინარეობს? ამას პატრიარქი ყოველ დღე კითხულობს“, – განაცხადა დეკანოზმა.
დეკანოზის თქმით, ისინი ილია მეორის მიერ რუსეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილის საპასუხო გზავნილით დაიმედებულები არიან. გზავნილის მიხედვით, რუსეთის საპატრიარქომ მათ დახმარება აღუთქვა ყველანაირი ბერკეტით, რისი საშუალებაც აქვთ.
„ჩვენ მივიღეთ რუსეთის საპატრიარქოსგან წერილი და მათ ჩვენ დაგვაიმედეს. რუსეთის საპატრიარქომ დაგვაიმედა იმით, რომ ისინი ჩაერევიან ამ საქმეში. მათ არ აქვთ ასე პირადი შეხება ამ საკითხთან, როგორც ჩვენს ეკლესიას, სახელმწიფოში რამე რომ მოხდეს, არ შეიძლება შეხება ჰქონდეს ასეთ საკითხებთან. უბრალოდ მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან რაც არის საშუალება, ჩვენ დაგეხმარებითო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ცდილობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება“, – ამბობს საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი შალვა კეკელია.