უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2017 14:50
font-size

პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქსა და მეუფეებთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე იყო ძალიან ღია და საინტერესო დისკუსია.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცველ სტრუქტურებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე.

“პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ყველას გაგიზიაროთ სიხარული, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში. თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად.

დღეს მე დავესწარი პატრიარქთან ერთად მეუფეებთან შეხვედრას, დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან ვითარებაში ვითარდება.

მინდა გითხრათ შემდეგი: პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ მეტად მნიშვნელოვან შეკრებას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა დასანახია, თავისთავად კარგი დასანახია. კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ.

ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ნინო ექვთიმიშვილი

6 და 7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვს

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალ

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა. მან სამხედროებს სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პა

შს მინისტრის მოადგილემ სექსუალური შევიწროების საკითხებზე ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში – „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები&ldq

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. 2010 წელს 5 დეკემბ

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.  დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084  განაცხადი დარეგისტრირდა.   ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   შე