უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 თებერვალი, 2017 12:25
font-size

პატრიარქის დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა შორენა თეთრუაშვილმა ჩაშალა - მეუფე პეტრე

ე.წ. მატროსოვის ციხეში ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება.

ბრალდებულთან შესვლამდე მან ჟურნალისტებთან მამა გიორგისა და პატრიარქის არშემდგარ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწმინდესს ჰქონდა ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრის სურვილი.

მეუფე პეტრეს თქმით, შეხვედრას ხელი ილია მეორეს მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა შეუშალა.

მეუფე პეტრეს ინფორმაციითვე, პატრიარქის სურვილი იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაეთავისუფლებინათ, თუმცა ესეც შორენა თეთრუაშვილის ჩარევით არ განხორციელდა.

,,საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა - ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოსცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტურად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

განცხადება კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

30 სექტემბერი, 2020 , 18:34

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი გახდა

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2059 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მივესალმები შეთანხმებას, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – სალომე ზურაბიშვილი

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ისრაელს შორის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმ

„საქართველოს მედია-კლუბი“ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

„საქართველოს მედია-კლუბი“ მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ

მზად ვართ, ჩავერთოთ მონიტორინგში - იციკ მოშე

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიესალმება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ. იციკ მოშეს თქმით, ს

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დაასახელა

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2020 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მესამედ დაასახელა,- ამის შესახებ „მედიან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე