უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 თებერვალი, 2017 12:55
font-size

პატრიარქის საწინააღმდეგო დაკვეთები საქართველოს სამეზობლოდან მოდის -არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის საკითხი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის და უნდა განიხილებოდეს სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში, რომლებსაც მისი ვარაუდით, ჰყავთ თავისი შემსრულებლები ქვეყანაში.

,,მგონია, რომ გამოძიების პროცესი არ უნდა დავიდეს ერთეულ ლოკალურ თემამდე ანუ მხოლოდ ერთჯერად შესაძლო მოწამვლამდე, გამოცდილება აჩვენებს, რომ შეუძლებელია ასეთ დროს ერთ შემთხვევაზე იყოს ხოლმე საუბარი; ვშიშობ, რომ ეს არის გარკვეული ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლი და არა ერთადერთი; მჯერა, რომ გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით წავა; რაკიღა სახელმწიფომ მოკიდა მტკიცედ ხელი პროცესს, მხოლოდ მწვავე დონეზე კი არ უნდა დალუქოს საკითხი, არამედ მიჰყვეს ბოლომდე და გამოავლინოს სრული ქსელიც;

მეორე, პოლიტიკურ სუბიექტებს ვთხოვდი, რომ არ დაიყვანონ თემა შიდა პოლიტიკურ საზომებამდე, ალბათ ყველა ვხვდებით, რომ თემა შეუძლებელია ასე მარტივად დადიოდეს ან "ნაციონალურ მოძრაობამდე" ან "ქართულ ოცნებამდე", სინამდვილეში, ჩემი აზრით, თემა გადის შიდა საზღვრებიდან და ბევრად უფრო ფართო სივრცეზე გადის, განსაკუთრებით სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში, რომლებსაც სავარაუდოდ ჰყავთ კიდეც თავისი შემსრულებლები ქვეყანაში;

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, მგონია, რომ უნდა გავიაზროთ, არის ის, რომ არ შეიძლება თემა დავიყვანოთ დღევანდელ და გუშინდელ დღემდე და ეპისკოპოსების ურთიერთდამოკიდებულებების დონემდე. ეს თემა ბევრად ხანგრძლივია, ბევრად მეტი წელია არაკეთილმოსურნე სახელმწიფო(ები) ქმნის დასაყრდენს ჩვენს ქვეყანაში, ეძებს პატრიარქის გარშემო ყველაზე ახლო წრეშივე, შესაძლოა წარმოუდგენლად ახლო წრეშიც კი საყრდენს, არაერთ შემთხვევაში კიდეც გამოვლენილა ცალკეულ ეპიზოდებში მსგავსი.

გვახსოვს ყველას, რომ მაცხოვარი თავის დროზე გასცა ყველაზე ახლო და საყვარელმა მოწაფემ და მეგობარმა, იუდამ, ეს ჩვენი, ადამიანური გამოცდილებაა’’, - წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.

არაოფიციალური ვერსიით, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი